დღეს შავ ზღვაში დაკარგულ სამხედროებს, გიორგი ნანეტაშვილს და იაგო შარაძეს, საზღვაო წესით პატივს მიაგებენ. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ.
სამგლოვიარო ცერემონიალი სწორედ იმ ადგილზე გაიმართება, სადაც სამხედროები დაიკარგნენ. ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია და დაღუპულთა ოჯახის წევრები დაესწრებიან.
დაღუპული სამხედროების ძებნის ოპერაცია გუშინ შეწყდა, შავ ზღვაში სამუშაოები შეწყვიტა თურქულმა ხომალდმაც.