19 ნოემბერი 2024,   23:18
ვრცლად
ძლიერი წვიმის გამო ბათუმის ქუჩები კვლავ დაიტბორა

რამდენიმესაათიანი ძლიერი წვიმის გამო ბათუმის ქუჩები კვლავ დაიტბორა. განსაკუთრებით დაზარალდა ე.წ. ჭაობის დასახლება, სადაც საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე წყალი შევიდა.

დილიდან ადგილზე მობილიზებული არიან ბათუმის წყლის საავარიო სამსახურის თანამშრომლები და სამაშველო და სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები. დატბორილი საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. 

მოქალაქეები ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ამობობენ, რომ ე.წ. ჭაობის დასახლებაში ყოველი წვიმის დროს იტბორება მათი სახლები. 

ამ დროისთვის ბათუმში უკვე აღარ წვიმს.

დღის ამბები