საბავშვო ბაღების მასწავლებლებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტს, თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა არ ადასტურებს.
მეტიც, თორდინავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.
"კონკრეტულმა ბანკმა თავისივე სტანდარტული ფორმით მიაწოდა კითხვარი ბაღს, კონკრეტული კითხვა არ არის სავალდებულო შესავსები. არც ერთი თანამშრომლისთვის არც ერთი დირექტორისთვის არ გაცემულა დავალება, რომ ამ კითხვარის ყველა ველი შევსებულიყო,"- აცხადებს თორდინავა.