შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა ოზურგეთში. ფესტივალში 4 ქვეყნის 40-მდე ანსამბლი მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიება წელს პირველად ტარდება, თუმცა ორგანიზატორების განცხადებით, ტრადიციული იქნება.
შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი 3 სექტემბერს Black Sea Arena-ზე, გალა კონცერტით დაიხურება.