2 სექტემბერს ბათუმის კორტებზე მსოფლიო პრემიერის ფარგლებში სამეფო ნაციონალური ბალეტისა და მილანის სახელმწიფო ბალეტის გალა კონცერტი გაიმართება. ერთობლივ საღამოზე ქართველი და იტალიელი მოცეკვავეები სხვადასხვა ქვეყნების ნაციონალურ ცეკვებს შეასრულებენ.
ქორეოგრაფიულ წარმოდგენაზე, რომელიც უკვე შეაფასეს გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიასა და საფრანგეთში, მილანის საბალეტო თეატრის მოცეკვავეები ნაწყვეტებს შეასრულებენ დადგმებიდან - ანა კარენინა და რომეო და ჯულიეტა.
ორგანიზატორების თქმით, გალა კონცერტი ვიზუალურადაც დასამახსოვრებელი იქნება, რადგან ექსკლუზიურად მოცეკვავეებისთვის, კოსტუმები VERSACE-სა და GIORGIO ARMANI-ს მოდის სახლებმა შეკერეს.