19 ნოემბერი 2024,   23:29
ვრცლად
"სტარტაპ საქართველოს" ინოვაციურ კონკურსში 36-მა პროექტმა გაიმარჯვა

სტარტაპ საქართველოს ინოვაციურ კონკურსში 36-მა პროექტმა გაიმარჯვა. გამარჯვებული პროექტები ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, საკომუნიკაციო ტექნოლოგიების და ქიმიური მრეწველობის სფეროს მოიცავს. გამარჯვებულ პროექტებს სახელმწიფო საერთო ჯამში 11 მილიონ ლარით დააფინანსებს.

სტარტაპის მეორე ეტაპისთვის განაცხადების მიღება სექტემბრის ბოლოს დაიწყება. ინოვაციურ კონკურსში გამარჯვებული პროექტების ავტორებს წარმატება პრემიერმინისტრმა მიულოცა.

“არასოდეს არ გაჩერდეთ, ის რომ აი ეს თქვენი გამარჯვების სიმბოლო არის ფილმი შერეკილების ძალიან ცნობილი საფრენი აპარატი, სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ არცერთი იდეის არ უნდა შეგეშინდეთ, არასოდეს არ უნდა იფიქროთ გადადგათ თუ არა ნაბიჯი წინ, არასოდეს არ უნდა იფიქროთ ვინმეს ხომ არ აქვს უკვე ასეთი გაკეთებული. როგორც კი მოგივათ საინტერესო იდეა, ყოველთვის გადადგით ნაბიჯი და აუცილებლად გაამართლებს. ეს არის პროექტი, რომელიც საქართველოს შეცვლის,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.     

დღის ამბები