ბაღების პედაგოგებზე სავარაუდო ზეწოლასთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესწავლა დაიწყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა.
უწყების ინფორმაციით, თუ მონიტორინგის შედეგად კანონდარღვევა გამოვლინდება, ორგანიზაციას, რომელმაც ბაღებში კვლევა ჩაატარა, ფულადი ჯარიმის გადახდა მოუწევს.
„ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოდან გამოთხოვილია ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია ამ ფაქტთან დაკავშირებით და იმ შემთხვევაში თუ დადგინდება, რომ ადგილი აქვს მონაცემების დამუშავებას კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლების გარეშე, ამ ორგანიზაციას დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით,“-აცხადებენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სამსახურში.