01 ოქტომბერი 2024,   17:39
ვრცლად
სპეციალისტების თქმით, საქართველოში არის აპარატურა, რომელსაც ზღვის სიღრმეში ფსკერის გამოკვლევა შეუძლია

დაკარგული სამხედროები - სპეციალისტების თქმით, საქართველოს ყავს ისეთი გემი, რომელსაც ზღვის სიღრმეში ფსკერის გამოკვლევა შეუძლია.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ ასეთი აპარატურით აღჭურვილ გემს თეორიულად შეუძლია საძიებო სამუშაოებში მონაწილეობის მიღება, თუმცა როგორც ისინი განმარტავენ, მათ ამის გამოცდილება არ აქვთ და არ არიან დარწმუნებული იმაში, რომ დაკარგული სამხედროების მოძებნას შეძლებენ.

“სახელმწიფოში უნდა იყოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არიან სხვა ორგანიზაციებიც, რომელსაც მსგავსი სახის აპარატურა აქვთ. მაგრამ, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ მსგავსი კვლევები არ ჩაგვიტარებია. ასეთი პრეცედენტის შემთხვევაში, ცდა რა თქმა უნდა, ბედის მონახევრეა და აუცილებლად ვცდიდით, მაგრამ შედეგებზე ჩვენ გარანტირებული ნამდვილად არ ვართ, რადგან გამოცდილება არ გვაქვს ამ კუთხით,“ - განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორმა თეა გოდოლაძემ.

ავტორი: დავთ კაკულია

დღის ამბები