პრეზიდენტმა დღეს შეკვეთილის საზაფხულო სკოლაში შენი ხმა ჩვენი მომავლია კამპანიის მონაწილეებს მიმართა. მან მომავალ არჩევნებში განსაკუთრებული აქტიურობის აუცილებლობაზე ილაპარაკა.
„შეიძლება რომელიმე პოლიტიკოსმა არ გაამართლა, მაგრამ ქვეყანა ვითარდება. შეიძლება რომელიღაც პოლიტიკური პარტია არ მოგწონდეს, მაგრამ არ უნდა თქვა უარი შენ ქვეყანაზე და შენი ქვეყნის გაძლიერებაზე და წინსვლაზე,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პროექტი შენი ხმა ჩვენი მომავალია საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად არჩევნებში მონაწილეობისადმი, საქართველოს მოსახლეობის ინტერესის გაზრდას ითვალისწინებს.
საქართველოს პრეზიდენტი საზაფხულო სკოლებს უკვე ეწვია ბაზალეთზე, ქობულეთში, ამბროლაურში, წყალტუბოში, ანაკლიაში. დაგეგმილია პრეზიდენტის შეხვედრა სიღნაღის საზაფხულო სკოლაშიც.