19 ნოემბერი 2024,   23:31
ვრცლად
ერთი წლის წინ მერიის მიერ შეკეთებული ვერის საკალათბურთო დარბაზი ისევ სარემონტოა

ვერის საკალათბურთო დარბაზი ისევ სარემონტოა. არის თუ არა უსაფრთხო საკალათბურთო დარბაზი, ჯერ უცნობია. დირექტორის განცხადებით, შენობის ფასადის მდგომარეობას სპეციალისტები შეისწავლიან, მანამდე კი დარბაზის დათვალიერების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ფასადზე კიდევ რამდენიმე ადგილას მიკრული თაბაშირ-მუყაო უკვე ჩამოვარდნის პირასაა მისული.

ერთი წლის წინ ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის შენობა თბილისის მერიამ შეაკეთა. გავრცელებული ინფორმაციით, ვერის საკალათბურთო დარბაზის რეაბილიტაცია რამდენიმე ასეული ათასი ლარი დაჯდა. თუმცა, თანხის ზუსტი ოდენობა უცნობია, ნარმანიას უწყება ფინანსურ დოკუმენტებს არ ასაჯაროებს.

დღეს მერიაში კომენტარის გაკეთებაც არ ისურვეს, პრესსამსახურის ინფორმაციით, საკალათბურთო დარბაზი უკვე სპორტის სამინისტროს მმართველობაშია.

განმარტებები დღეს არც საკრებულოს უმრავლესობაში გაკეთებულა, რომელმაც დარბაზის რეაბილიტაციის ბიუჯეტის დამტკიცებას მხარი დაუჭირა. ოპოზიცია კი დედაქალაქის მთავრობას არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი

დღის ამბები