დღეს მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან პარტიზანი მებაღეები. ისინი მხარდამჭერებთან ერთად თბილისის მერიასთან საღამოს 18:00 საათზე აპირებენ შეკრებას.
მათი მოთხოვნა, ეკოლოგიის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი პირების გადაყენების თაობაზე უცვლელია. ისინი ასევე აპროტესტებენ დედაქალაქში ხეების ჭრას და მათ ადგილას მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობას.
მათ მერიასთან კარვები ისევ აქვთ გაშლილი, სადაც პარტიზანი მებაღეები ათენებენ ღამეს. როგორც პარტიზანი მებაღეები აცხადებენ, პროტესტი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ შეჩერდება.
„რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა მივიდეს, რათა დაინახოს რომ ვართ ძალიან ბევრნი და ჩვენი მოთხოვნები არის მკაფიო,“-განაცხადა ნატა ფერაძემ.