20 ნოემბერი 2024,   00:25
ვრცლად
ვანუატუს დროშით მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურში ფეკალური წყლები ჩაღვარა

სამართალდამცველებმა შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. ვანუატუს დროშით მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურში ფეკალური წყლები ჩაღვარა.

გემის კაპიტანს 65 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. მასვე მოუწევს გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

ვანუატუს დროშით მცურავი გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს დაკისრებული ჯარიმისა და ზიანის თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.

დღის ამბები