19 ნოემბერი 2024,   23:29
ვრცლად
"პარტიზანი მებაღეების" პროტესტი - თბილისის მერიასთან აქციისთვის ემზადებიან

პარტიზანი მებაღეები თბილისის მერიასთან დღეს დიდი აქციის ჩასატარებლად ემზადებიან. აქტივისტები მხარდამჭერებთან ერთად, საღამოს 6 საათზე შეიკრიბებიან.

მათი მოთხოვნა, ეკოლოგიის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი პირების გადაყენების თაობაზე, უცვლელია.

მწვანე აქტივისტები ასევე აპროტესტებენ დედაქალაქში ხეების ჭრას და მათ ადგილას მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობას.

აქციის ორგანიზატორები მოქალაქეებს მოუწოდებენ, მხარი დაუჭირონ მათ მოთხოვნებს. მათივე თქმით, დღეს აქციაზე მისულ ნებისმიერ ადამიანს სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა ექნება.

პარტიზანი მებაღეები ამბობენ, რომ დღეს ეკოლოგიის თვალსაზრისით დედაქალაქში კატასტროფული მდგომარეობაა.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათთან ამ დრომდე თბილისის მერიის არცერთი წარმომადგენელი არ მისულა.  

„ჩვენი მთავარი მოთხოვნა იქნება მერიის გამწვანების დეპარტამენტის უფროსის და მისი მოადგილის გადაყენება. ვაგროვებთ ხელმოწერებს და აქციაზეც თავისთავად გაგრძელდება ხელმოწერების შეგროვება. ჩვენს გარდა, აქციაზე წარმოდგენილნი იქნებიან ჩვენი მხარდამჭერები, სხვადასხვა სფეროს და პროფესიის წარმომადგენლები,“ - განაცხადა კოსტა გურულმა.

დღის ამბები