19 ნოემბერი 2024,   23:25
ვრცლად
საცობები თბილისში - დედაქალაქის მერმა ხუთპუნქტიანი გეგმა წარადგინა

თბილისის მერიაში საცობების განმუხტვისა და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.

დედაქალაქის მერმა და მისმა მოადგილემ ტრანსპორტის გენერალური გეგმისა და საცობების მართვის ხუთპუნქტიანი გეგმა წარადგინეს. ეს გეგმა 2030 წლამდე განხორციელდება.

„ქალაქში საცობებისგან განმუხტვის თვალსაზრისით ჩვენ რამდენიმე ღონისძიება გავატარეთ, მათ შორის, ქალაქის ვიწრო და ცენტრალურ უბნებში პიკის საათებში დასუფთავების მანქანების გადაადგილება. ამ თვალსაზრისით მუშაობას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ,“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

ღონისძიებას ამ მიმართულებით მოქმედი არასამთავრობოები ესწრებოდნენ, რომლებსაც პროექტთან გარკვეული შენიშვნები აქვთ.

 

 

 

 

დღის ამბები