20 ნოემბერი 2024,   00:20
ვრცლად
საცობების განმუხტვა - დედაქალაქის მთავრობის გეგმის პირველ პროექტს მწვავე შეფასებები მოყვა

საცობების განმუხტვისა და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, თბილისის მერიამ 5 პუნქტიანი გეგმა შეიმუშავა. დედაქალაქის მთავრობის სტრატეგიის მიხედვით, პროექტი 2030 წელს უნდა დასრულდეს.

დედაქალაქში ახალი შუქნიშნების დამონტაჯება 5 პუნქტიანი გეგმის ნაწილია, რომელიც თბილისში არსებული საცობების პრობლემის მოსაგვარებლად შეიქმნა. ის გზების შეკეთებასა და მშენებლობას, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასა და ახალი რეგულაციების შემუშავებას გულისხმობს.

სპეციალისტების შეფასებით, გეგმის განხორციელება დაგვიანებულია. გეგმის პირველმა პროექტმა კი მოსახლეობაში უკვე გამოიწვია მწვავე შეფასება. სააკაძის მოედნის მიმდებარედ დამონტაჟებული შუქნიშნებით მოსახლეობა უკმაყოფილოა.

 

 

 

დღის ამბები