20 ნოემბერი 2024,   00:29
ვრცლად
სიტყვიერი დაპირისპირება "ენმ"-ისა და "ქართული ოცნების" წევრებს შორის

ნაციონალური მოძრაობის წევრები თხილნარის მეურნეობის ტერიტორიაზე მეწყერის შედეგად ჩახერგილი გზის გაწმენდას ითხოვდნენ. ისინი ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად შეიკრიბნენ და მუნიციპალიტეტის გამგეობა უყურადღებობაში დაადანაშაულეს.

მოსახლეობის განცხადებით, 3 დღეა ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები არ დაწყებულა. სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ნაციონალურ მოძრაობისა და ადგილზე მისულ ქართული ოცნების წევრებს შორის. მათ ოპოზიცია პროვოკაციაში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ გზის გაწმენდა დღეისთვის იყო დაგეგმილი.

ადგილზე ვითარებას ხელვაჩაურის გამგებლის მოადგილე გაეცნო. მერაბ ხალვაშის თქმით, გზების გაწმენდა ეტაპობრივად მიმდინარეობს.

დღის ამბები