საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო ორდენით, გოეთეს მედლით დაჯილდოვდა. ცერემონია ვაიმარის სასახლეში გაიმართა.
ჯილდო გოეთეს ინსტიტუტის პრეზიდენტმა, დავით ლორთქიფანიძესთან ერთად უკრაინელ მწერალს, მთარგმნელსა და პუბლიცისტს იური ანდრუხოვიჩს და ნიგერიელ ფოტოგრაფს და კურატორს აკინბოდე აკინბიჯის გადასცა.
გოეთეს მედლით პირველი დაჯილდოება 1955 წელს გაიმართა. გოეთეს მედალს 63 ქვეყნიდან 341 ლაურეატი ჰყავს.