საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი დღეს საღამოს Black Sea Arena-ზე დაიხურება. ქართული ანსამბლების გარდა, მაყურებლის წინაშე 5 ქვეყნის კოლექტივები წარდგებიან. საღამოს მონაწილეები ეროვნულ ქორეუოგრაფიულ და მუსიკალურ ნომრებს შეასრულებენ.
ორგანიზატორების თქმით, Black Sea Arena-ს სცენაზე 5 ქვეყანა, 25 ანსამბლი და 400-მდე მონაწილე ფოლკლორის უნიკალურ ნიმუშებს წარმოადგენს.
შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალი წელს პირველად პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ტარდება.
ავტორები: სოფო ჭულუხაძე, ელენე ფირცხალაიშვილი.