19 ნოემბერი 2024,   23:31
ვრცლად
დემურ სტურუას ოჯახი და თანასოფლელები აქციისთვის ემზადებიან - სამართალდამცველებს 2 კვირიანი ვადა აქვთ

დემურ სტურუას თანასოფლელები აქციებისთვის ემზადებიან. იმ შემთხვევაში რამდნეიმე დღეში არ მოხდება ძებნილი პოლიციელის, გოდერძი თევზაძის დაკავება, დაფნარის მცხოვრებლები სამტრედიის პოლიციის განყოფილების წინ შეიკრიბებიან. დაღუპულის ახალზაგრდის ოჯახის წევრები კი სამართალდამცველებს ძებნილი პოლიციელის დასაკავებლად 2 კვირიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი  ქუთაისში საოლქო პროკურატურის წინ შიმშილობას დაიწყებენ.

გოდერძი თევზაძეზე ძებნა უკვე მეექვსე დღეა მიმდინარეობს. მას წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული. თევზაძის წინააღმდეგ საქმე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე მიმდინარეობს.

დღის ამბები