უბედური შემთხვევა ქუთაისში - მდინარე წყალწითელაში 12 წლის ბავშვი დაიხრჩო. მოზარდი მდინარეზე საბანაოდ მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა წყლიდან ამოსვლა ვეღარ შეძლო. ცხედარი მაშველებმა მალევე ნახეს. სამაშველო სამსახურთან ერთად ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც.
სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.