სახელმწიფო დაფინანსებით წელს დიდ ბრიტანეთში, საქართველოდან ბაქსვუდის საზაფხულო სკოლაში სამ ნაკადად 36 წარმატებული მოსწავლე გაიგზავნა.
ისინი სასკოლო ოლიმპიადებსა და სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვებული 600 მოსწავლისგან შეირჩნენ, რომელთაც სამკვირიანი საზაფხულო სკოლა საქართველოში გაიარეს.
ბრიტანულ ბაქსვუდში, რომელიც ლონდონთან ახლოს, ქალაქ ჰეისტინგში მდებარეობს, მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ 2 კვირიანი ინგლისური ენის გაძლიერებული კურსი გაევლოთ და საინტერესო ადგილებიც მოენახულებინათ.
ინგლისში პროგრამის მიმდინარეობას განათლების მინისტრის მოადგილე გაეცნო.