19 ნოემბერი 2024,   23:17
ვრცლად
წინანდალში 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს "Radisson Blue წინანდლის" მშენებლობა განახლდება

წინანდალში 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს რედისონ ბლუ წინანდლის მშენებლობა განახლდება. შეთანხმებას საპარტნიორო ფონდმა და silk road group-მა წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის 230 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე მოაწერეს ხელი.

სასტუმრო თავადის სახლ-მუზეუმის ისტორიული ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება. საღამოზე წინანდლის ისტორიული მამულის სამი სახეობის ღვინის პრეზენტაციაც მოეწყო. ბაღში ასევე, კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა, მევიოლინე ლიზა ბათიაშვილის და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მონაწილეობით, რომელსაც ნიკოლოზ რაჭველი დირიჟორობდა.

დღის ამბები