ზღვის სანაპიროზე მომუშავე პატარა ბავშვები - უმეტესობა მათგანი სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა. მათ გამოსავალი სეზონურ დასაქმებაში იპოვეს. ბავშვები სანაპიროზე ყავას, ცივ სასმელებს და სიმინდს ყიდიან.
ბავშვები სანაპიროზე სხვადასხვა მიზეზით შრომობენ. ზოგი თანხას სასკოლო ნივთებისთვის და ახალი ტანსაცმლისთვის აგროვებს, ზოგი ოჯახის წევრების დასახმარებლად.
ქობულეთში, სადაც პატარა ბიჭები სანაპიროზე შრომობენ, 90 ათასი მოსახლეა, სოციალური მუშკი კი მხოლოდ ორი.
ბავშვთა უფლებების კონვენციაში ნათლად წერია, რომ ბავშვი დაცული უნდა იყოს ეკონომიკური ექსპლუატაციისა და ნებისმიერი ისეთი სამუშაოს შესრულებისგან, რომელიც შეიძლება ემუქრებოდეს მის ჯანმრთელობას და სოციალურ განვითარებას.
წლევანდელ ზაფხულშიც ასობით ბავშვის უფლება დაირღვა, დაუზიანდათ ჯანმრთელობა და ზაფხულიდან ზაფხულამდე სამყოფი ფული კი მძიმე ტვირთის ტარებით შეუგროვდათ.
ავტორი: ანანო ბაკურაძე.