01 ოქტომბერი 2024,   17:34
ვრცლად
ნიგერიელი მუსიკოსი ნეკა ქართველი მსმენელის წინაშე ერთ კვირაში წარსდგება

ნიგერიელი მუსიკოსი ნეკა, ერთ კვირაში ფილარმონიაში, ქართველი მსმენელის წინაშე წარსდგება. ნეკა რეგეს, სოულის, ჰიპჰოპის შემსრულებელია. ნიგიერიელი მუსიკოსის შემოქმედება ძირითადად მისივე ქვეყნის სოციალურ, პოლიტიკურ საკითხებს ეხება. მუსიკოსი მიიჩნევს, რომ მუსიკა საუკეთესო საშუალებაა ხმა მსოფლიოს მიაწვდინოს და ძალადობის, გულგრილობის, სიღარიბის და უამრავი პრობლემის მოგვარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

აფრიკული სლენგით და გულწრფელობით, ნეკამ სათქმელი მსოფლიოს უამრავ ადამიანამდე მიიტანა. ლორენ ჰილის, ერიკა ბადუს და ბობ მარლის ინსპირაციით, ახალგაზრდა მუსიკოსი 2009 წელს საუკეთესო აფრიკელ შემსრულებლებლად დაასახელეს.

ავტორი: თაკო მესხი. 

დღის ამბები