19 ნოემბერი 2024,   23:28
ვრცლად
"ქართული საჩუქარი ოდესელებს" - ბუნიათიშვილი და "სუხიშვილები" ოდესის სცენაზე

"ქართული საჩუქარი ოდესელებს" - ამ სახელწოდების კონცერტით, ცხელი საზაფხულო სეზონი უკრაინულ ქალაქში, განსაკუთრებული ემოციებით დასრულდა.

ოდესის ფილარმონიის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ხატია ბუნიათიშვილმა პირველად დაუკრა. ოდესის ცნობილი ოპერის მიმდებარე ტერიტორია ხალხით გაივსო. დასწრება თავისუფალი იყო, მსურველი კი ათასობით. 

კონცერტზე გამოჩნდა ანსამბლი სუხიშვილებიც. ქართული ნაციონალური ბალეტი უკვე 12 წელია უკრაინაში სისტემატურად მართავს კონცერტებს, ამიტომ მათ გამოჩენას ყოველთვის დიდი ოვაციებით ხვდებიან.

კონცერტს ოდესის ოლქის გუბერნატორი ესწრებოდა. მიხეილ სააკაშვილმა ერთწლიან მუშაობა შეაჯამა.

ავტორი: გვანცა სუთიძე.

 

დღის ამბები