19 ნოემბერი 2024,   23:36
ვრცლად
ავტოავარია, 3 გარდაცვლილი და დღემდე გამოუძიებელი საქმე - ვის ინტერესებშია გამოძიების გაჭიანურება

9 თვის წინ, 4 დეკემბერს სოფლების, ასურეთისა და კოდას დამაკავშირებელ გზაზე ავტოავარია მოხდა. ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა.  ავტოავარიის შედეგად სამი ახალგაზრდა გარდაიცვალა.

ერთ-ერთი მათგანის დედა ამბობს, რომ  მანქანას, რომელშიც მისი შვილი და მეგობრები ისხდნენ, თეთრიწყაროს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით სარიევი მართავდა. მეორე ავტომობილის მძღოლი ასურეთში მცხოვრები მაია კობახიძე იყო.

თეთრიწყაროს საკრებულოს აპარატის უფროსის ამბობს, რომ  ავტოავარიის შემდეგ დავით სარიევს რეტროგრადული ამნეზია აქვს.  ერთი ვერსიით, დავით სარიევი იყო ნასვამი, მეორე ვერსიით მეორე ავტომობილის მძღოლი მაია კობახიძე.

კომენტარზე უარი განაცხადა მეორე ავტომობილის მძღოლმა მაია კობახიძემ, რომელიც ასურეთში ცხოვრობს.  გარიკვა, რომ მაია კობახიძე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის, მინდია ჯანელიძის მეუღლის დედის ბიძაშვილია.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი და მერვე პუნქტებით მიმდინარეობს. რაც შეეხება საქმის გაჭიანურებას, იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში მძღოლი იყო კომაში, სამინისტროს განმარტებით, ვერ ხერხდებოდა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.

ავტორი: ლაშა კვესელაძე.

დღის ამბები