სკანდალური დოკუმენტის ავთენტურობას ირაკლი ოქრუაშვილისგან განსხვავებით, არ ადასტურებს ქიბარ ხალვაშის ადვოკატი. პაატა სალია ამტკიცებს, რომ რუსთავი 2-ის მიერ გუშინ გასაჯაროვებული დოკუმენტი ყალბია.
მისივე თქმით, მას კავშირი არ აქვს დღეს ჩანიშნულ პროცესთან და ახალი გარემოებაც უზენაესმა სასამართლომ არ უნდა გაითვალისწინოს.
"ქიბარ ხალვაში ცალსახად გამორიცხავს და კატეგორიულად უარყოფს მსგავსი შეთანხმების არსებობას ირაკლი ოქრუაშვილთან და რაიმე დოკუმენტზე ხელმოწერას. ის, რაც იყო რუსთავი 2-ის ეთერით ნაჩვენები, არის ყალბი დოკუმენტი," - აცხადებს სალია.
ადვოკატის თქმით, თუ მხარეს აქვს დოკუმენტის ორიგინალი, შეიძლება ჩატარეს ექსპერტიზა და დადგინდეს ეკუთვნით თუ არა ხელმოწერები პირებს.
"მიგვაჩნია, რომ ეს არის მოგვიანებით, ახლახანს შექმნილი დოკუმენტი, რომელზეც ხელმოწერა არ ეკუთვნის ქიბარ ხალვაშს," - განმარატვს პაატა სალია.
რუსთავი 2-მა სკანდალური დოკუმენტი მოიპოვა, რომლითაც მტკიცდება, რომ ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში რუსთავი 2 არასდროს ყოფილა. დოკუმენტი 2010 წლის 4 თებერვლით თარიღდება და ის ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის შეთანხმებას მოიცავს.