20 ნოემბერი 2024,   00:17
ვრცლად
სარფი-ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა აღდგენილია

შეფერხებული იყო მოძრაობა სარფი ბათუმის ცენტრალურ მაგისტრალზე. ძლიერი წვიმის გამო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა.

შემთხვევის დროს მაგისტრალზე სამარშუტო ტაქსი მოძრაობდა, რომლის წინაც მიწის მასა ჩამოიშალა, თუმცა არავინ დაშავებულა. საგანგებო სიტუაციათა სამსახურის თანამშრომლებმა მგზავრების ევაკუაცია მოახდინეს.

სტიქიის გამო გზის გახსნას რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდნენ ის მგზავრებიც, რომლებიც თურქეთიდან საქართველოში, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით ბრუნდებოდნენ.

ამ დროისთვის სარფი-ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა აღდგენილია.

დღის ამბები