01 ოქტომბერი 2024,   17:40
ვრცლად
სტიქია კვარიათში, გონიოსა და ახალსოფელში - ზარალის დათვლა, სავარაუდოდ, დღეს დაიწყება.

სტიქიამ პრობლემები შეუქმნა კვარიათს, გონიოსა და ახალსოფელს. ძლიერი წვიმის გამო რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიტბორა. მოვარდნილი წყალი ეზოებისა და პირველ სართულებზე შევიდა.

სტიქიამ საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა დააზიანა. დატბორილი სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოების გვიან ღამემდე მიმდინარეობდა.

ზარალის დათვლა, სავარაუდოდ, დღეს დაიწყება.

დღის ამბები