20 ნოემბერი 2024,   00:24
ვრცლად
"პარტიზანი მებაღეები" დღეს მერიაში პეტიციას შეიტანენ

ყაზბეგზე გაჩეხილი ხეებისა და დედაქალაქში არსებული ეკოლოგიური პრობლემების გამო მერიის ეკოლოგიის და გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი პირების გადაგომის მოთხოვნით პარტიზანი მებაღეები დღეს მერიაში პეტიციას შეიტანენ. მოთხოვნას ხელს 500-ზე მეტი ადამიანი აწერს.

ყაზბეგის გამზირზე ხეების გაჩეხვის გამო ეკოლოგისტები აქციებს უკვე სამი კვირაა რაც მართავენ. ისინი 24 საათის განმავლობაში პროტესტს მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, საგანგებოდ დადგმულ კარავში აგრძელებენ.

მათი თქმით, ისინი აქ მანამდე დარჩებიან, სანამ დავით ნარმანია მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

დღის ამბები