19 ნოემბერი 2024,   14:37
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში ოქრუაშვილი-ხალვაშის შეთანხმების დოკუმენტი წარადგინეს

რუსთავი 2-ის ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში ოქრუაშვილი - ხალვაშის შეთანხმების დოკუმენტი წარადგინეს.  იურისტების განმარტებით, დოკუმენტმა მთლიანად უნდა შეცვალოს საქმის მსვლელობა.

დღეს უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანიის საკასაციო სარჩელის დასაშვებობაზე უნდა იმსჯელოს და ყველა სხვა დოკუმენტთან ერთად, ეს ახალი გარემოებაც განიხილოს.

ადვოკატ თამთა მურადაშვილის განმარტებით, აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს დაეხმარება, დასაშვებად ცნოს საქმე და დააკმაყოფილოს სამაუწყებლო კომპანიის სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც გულისხმობს საქმის ქვემდგომ ინსტანციაში, სააპელაციო სასამართლოში დაბრუნებას, რათა მურადაშვილის თქმით, საქმე სრულყოფილად იქნას გამოკვლეული და დადგინდეს ჭეშმარიტება.

„ჩვენი საკასაციო პოზიცია, რაც წარდგენილია უკვე უზენაეს სასამართლოში იძლევა ამის საფუძველს, რომ უკვე იქნას დასაშვებად ცნობილი და სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილებული. თუმცა, დღევანდელი მტკიცებულებები, ეს ახლად გამოვლენილი გარემოებები დამატებით დაეხმარება უზენაეს სასამართლოს, თუ მას სურს ჭეშმარიტების დადგენა ამ საქმეზე, რომ დასაშვებად ცნოს საქმე და შემდგომ დააკმაყოფილოს ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა. მნიშვნელოვანი ამ გარემოებიდან იკვეთება ის, რომ როგორც იცით, ჩვენი სასამართლო დავა ეხება გარიგების ბათილად ცნობას და კომპანია რუსთავი 2 მიაკუთვნა ორმა ინსტანციამ ქიბარ ხალვაშს იმის გამო, რომ მათ მიიჩნიეს, რომ ფასიზის პროპორციულობის გამო გარიგებები ცნობილი უნდა ყოფილიყო ბათილად. ამ შეთანხმებით ირკვევა, რომ ქიბარ ხალვაშს არა თუ ზარალი მიუღია ფასიზის პროპორციულობის გამო და ის არ არის მსხვერპლი, არამედ ის საერთოდ არც კი ფლობდა რუსთავი 2-ს. მას აღიარებული აქვს ეს და შესაბამისად, შეუძლებელია მას რაიმე ზარალი მიეღო, მითუმეტეს საერთოდ ედავა კეთილსინდისიერებაზე და გარიგების ბათილად ცნობაზე ფასის დისპროპორციულობის გამო,“- განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები