ქიბარ ხალვაშის ადვოკატისგან განსხვავებით, შეთანხმების ნამდვილობაზე საუბრობს ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი.
ის ამტკიცებს, რომ დოკუმენტს უკვე გავლილი აქვს რამდენიმე საერთაშორისო ექსპერტიზა და ხელმოწერების ავთენტურობა დადასტურებულია.
„გადაწყვეტილებები და ქმედებები, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, არ იყო შეთანხმებული ირაკლი ოქრუაშვილთან, რამაც განაპირობა ამ ნაწილში შეუთანხმებლობა და ის პროცედურები, რომელიც საზღვარგარეთ წარმოებდა, არა მხოლოდ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ამ ორი საკითხისა, არამედ თვითონ ხელშეკრულების ნამდვილობასთან დაკავშირებით.
"დოკუმენტი, რომელსაც საქმისათვის აქვს არსებითი მნიშვნელობა და გამოვლინდება სამართალწარმოების დასრულების შემდგომ, სასამართლოსთვის წარდგენის შემთხვევაში, არის საფუძველი საქმის წარმოების განახლებისა,“- განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა ლევან ალაფიშვილმა.
საუბარია ქიბარ ხალვაშსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის 2010 წლის გერმანიაში გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენი, რომელიც რუსთავი 2-ზე პრეტენზიას აცხადებს, თავად აღიარებს, რომ სამაუწყებლო კომპანიის ყველა უფლება ირაკლი ოქრუაშვილს ეკუთვნის.