20 ნოემბერი 2024,   00:27
ვრცლად
გადარჩენისთვის ბრძოლა და გაუსაძლისი პირობები - სოციალურად დაუცველები აჭარაში

81 წლის მირა კალანდარიშვილი ქობულეთის მაცხოვრებელია. მარტოხელა მოხუცს გადაადგილება უჭირს, მთავრობამ კი მას დახმარება ერთი წელია მოუხსნა. კალანდარიშვილი ფიქრობს, რომ ის ხელისუფლებამ „აბუჩად აიგდო." როგორც კურიერთან საუბრისას მარტოხელა მოხუცი ყვება, მას წამლებისთვის საჭირო თანხა არ აქვს, დახმარების აღდგენისათვის კი ხელისუფლებაში პირობა მისცეს, რომ ერთი წლის შემდეგ მის საკითხს ახლიდან განიხილავენ.

დახმარების აღდგენას ითხოვს ხელვაჩაურის დასახლებაში მცხოვრები ნაზი ფუტკარაძე, რომელიც მძიმე ავადმყოფია. დახმარების მოხსნის მიზეზი კი მისი მეუღლის სამუშაო, რაშიც ის 140 ლარიან ანაზღაურებას იღებს, თუმცა ფუტკარაძეს თვიურად მარტო 240 ლარის წამალი სჭირდება.

ავტორი: გვანცა სუთიძე.

დღის ამბები