19 ნოემბერი 2024,   23:35
ვრცლად
ხმაური აჭარაში - ათობით ადამიანმა ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა

ხმაური აჭარაში. ცოტა ხნის წინ ათობით ადამიანმა ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალის, ხელვაჩაურის მონაკვეთი გადაკეტა. ადგილზე ამ წუთებში საპატრულო პოლიციაა მობილიზებული, რომლებმაც გზის სავალი ნაწილიდან მოქალაქეები გადაიყვანეს.

აქციას გამგებელთან შეხვედრის მოთხოვნით სოფელ თხილნარის მაცხოვრებლები მართავდნენ. მათი განცხადებით 2 დღის წინ ჩამოწოლილმა მეწყერმა ცენტრალური გზა ჩახერგა და სოფელთან დაკავშირება მხოლოდ შემოვლითი გზით არის შესაძლებელი, რომელზეც ავტოტრანსპორტის გადაადგილება თითქმის შეუძლებელია. 

აქციის მონაწილეებს, ხელვაჩაურის გამგებელი არ შეხვდა. უცნობია ისიც თუ როდის დაიწყება გზის გაწმენდითი სამუშაოები. 

 

 

დღის ამბები