03 ოქტომბერი 2024,   17:17
ვრცლად
”კარწახის” საბაჟო-გამშვები პუნქტის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება

”კარწახის” საბაჟო-გამშვები პუნქტის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.

ფინანასთა მინისტრის განცხადებით, როგორც კი თურქეთის მხარე გახსნის საბაჟოს, საქართველო 24 საათიან რეჟიმში დაიწყებს მუშაობას.

ნოდარ ხადურის თქმით, საბაჟო-გამშვები პუნქტის ამოქმედება ხელს შეუწყობს რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდას.

”კარწახის” საბაჟო უმოკლესი მანძილით დააკავშირებს თურქეთის ცენტრალურ რაიონებს არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და რუსეთთან. ველოდებით მნიშვნელოვან ტვირთბრუნვას,“ - აცხადებს  ხადური.

ფინანსთა მინისტრი დღეს საქართველო-თურქეთის საზღვარზე მიმდინარე პროექტის დეტალებს გაეცნო. ნოდარ ხადური ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებსაც ესტუმრა. ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დახმარებით, მათ საჩუქრად შეშა, საკვები პროდუქტები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ნივთები გადაეცათ.

დღის ამბები