20 ნოემბერი 2024,   00:16
ვრცლად
თბილისში ყვითელ ავტობუსებს ლურჯები ჩაანაცვლებს

თბილისში ყვითელ ავტობუსებს ლურჯები ჩაანაცვლებს. თავდაპირველად ავტოპარკი 10 ავტობუსით განახლდება. ჯამში კი დედაქალაქში 143 ავტობუსის შემოყვანა იგეგმება. 

ახალი ავტობუსების შემოყვანა დედაქალაქში სექტემბრის ბოლოდან დაიწყება.

მძღოლებს, რომლებიც Man-ის ავტობუსებზე დასაქმდებიან, MAN Truck & Bus AG-ის სპეციალისტები გადაამზადებენ.

უკვე ცნობილია, რომ ერთ-ერთი ახალი ავტობუსის მძღოლი ქალბატონი იქნება.

MAN Truck & Bus AG-ის ქარხანა დღეს თბილისის მერმა და მუნიციპალიტეტის სხვა მარალჩინოსნებმა დაათვალიერეს. 

დღის ამბები