19 ნოემბერი 2024,   14:23
ვრცლად
ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშთან დადებული ხელშეკრულების გასაჯაროვებაზე გადაწყვეტილება კალაძესთან დაპირისპირების გამო მიიღო

დღეს ირაკლი ოქრუაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მასსა და ქიბარ ხალვაშს შორის რუსთავი2-თან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულების ავთენტურობა. ის აცხადებს, რომ არ გეგმავდა ამ დოკუმენტის გასაჯაროვებას, თუმცა გადაწყვეტილება კახა კალაძესთან დაპირისპირებისა და გორის საკრებულოს თავჯდომარეობიდან მისი თანაგუნდელის გადაყენების გამო შეცვალა.

ქართული პარტიის თავმჯდომარემ, გორის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ირაკლი ოქრუაშვილმა, ამ თემაზე განცხადება ჟუნალისტებთან გააკეთა.

„ეს იყო პასუხი კახა კალაძის მოქმედებაზე გორის საკრებულოში. გორის საკრებულოში გუშინ ილია მეტრეველი გადააყენეს და, შესაბამისად, მე სხვა არჩევანი არ მქონდა დარჩენილი, გარდა დოკუმენტების გასაჯაროვებისა. მე ვაპირებდი სხვა სახით გამერკვია ურთიერთობა, საუბრით, მოლაპარაკებებით, ნამდვილად არ ვაპირებდი დოკუმენტების გასაჯაროვებას,“ - აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი.

დღის ამბები