19 ნოემბერი 2024,   23:37
ვრცლად
დაცვა პარტიის ოფისთან და ავტომობილი - ვლადიმერ ბედუკაძეს, სავარაუდოდ, კვლავ სახელმწიფო იცავს

ვლადიმერ ბედუკაძე, სავარაუდოდ, ისევ სახელმწიფო დაცვით სარგებლობს. პროკურატურამ ჯერ კიდევ ორი კვირის წინ ოფიციალურად განაცხადა, რომ გლდანის ციხის ყოფილ თანამშრომელს დაცვა მოეხსნა, თუმცა კურიერის კამერებმა სრულიად საპირისპირო დააფიქსირეს.

ოპერატიული ავტომობილი ბედუკაძის პარტიის ოფისთან მუდმივად დგას. ამჯერად პროკურატურა უკვე განმარტებებს აღარ აკეთებს იმ მოტივით, რომ სახელმწიფო დაცვის დანიშვნის ან მოხსნის შესახებ ინფორმაცია გასაიდულოებულია.

კურიერთან სატელეფონო საუბრისას კი ავტომანქანის მძღოლმა, გიორგი სისვაძემ, რომელიც, სავარაუდოდ, ბედუკაძის დაცვის წევრია, კითხვებს ერთმანეთის გამომრიცხავი პასუხები გასცა.

ინფორმაცია, რომ ბედუკაძეს დაცვა მოუხსნეს, აქვს უმრავლესობასაც. მის ოფისთან ოპერატიული მანქანების გამოჩენა მათთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა.

 

 

ავტორი: ეკა გაგუა

დღის ამბები