გია ბუღაძის ახალი პროექტი - ეროვნულ გალერეაში დღეს მხატვრის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიცია 4 ციკლთან ერთად, ინსტალაციასაც მოიცავს, რომლის ძირითადი კონცეფცია მიზიდვისა და განზიდვის, კითხვისა და პასუხის თემაა.
გამოფენა სხვადასხვა მედიაში შესრულებულ კომპოზიციებს აერთიანებს.
გამოფენის სტუმრებს შორის იყვნენ რეზო გიგინეიშვილის ფილმის მძევლების მსახიობებიც, რომლებიც მედიის წინაშე დღეს პირველად გამოჩნდნენ.