ქვესადგურ ქსანის რეაბილიტაცია დასრულებულია. პროექტის პრეზენტაციას ენერგეტიკის მინისტრი აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელთან ერთად დაესწრო. ობიექტის რეაბილიტაციაზე 10 მილიონი ევრო დაიხარჯა.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა რეგიონალური ქსელის გაფართოება.
“ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა გვაძლევს საშუალებას და გვაკისრებს ვალდებულებასაც, რომ საქართველო იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო პროექტების მონაწილე. მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენი ხელისუფლება ძალიან ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში ენერგეტიკა განვითარდეს, წინ წავიდეს,“ - განაცხადა კახა კალაძემ.