ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება საცხვორებელ სახლში ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. ჩამოინგრა ერთი კედელი. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
ადგილზე საპატრულო პოლიცია და სახანძრო ბრიგადა იყო მობილიზებული.
მომხდარზე 240-ე მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც სამთო-სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.