20 ნოემბერი 2024,   00:27
ვრცლად
2017 წლის თებერვლიდან თბილისში 143 ახალი ავტობუსი იმოძრავებს

დავით ნარმანია ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფება. დედაქალაქის მერი გერმანული კომპანია Man-ის ქარხნებში თბილისისთვის განკუთვნილი ახალი ავტობუსების აწყობის პროცესს ეცნობა.

მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, თბილისში 2017 წლის თებერვლამდე ავტოპარკი 143 ავტობუსით განახლდება, პირველ ეტაპზე, სექტემბრის ბოლოდან დედაქალაქში 10 ახალი ავტობუსი ივლის, მძღოლებს კი, გერმანელი სპეციალისტები გადაამზადებენ. ა

ხალი ავტობუსები ადაპტირებულია შშმ პირთათვის და აღჭურვილია ეკო-დამზოგავი სისტემით.

„წარმოების პროცესი ძალიან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და შემდგომი 7 თვის განმავლობაში ყველა ავტობუსი იქნება წარმოებული და შემოყვანილი თბილისში. ვინაიდან, აღნიშული ავტობუსები არის 12 მეტრიანი სიგრძის, მათ სჭირდებათ უფრო ფართე ქუჩები და შედარებით გრძელი დისტანცია,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დღის ამბები