ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის შტაბის მშენებლობა ეროვნული სასწავლო ცენტრ კრწანისის ბაზაზე დღეიდან დაიწყო. შტაბის შენობის საძირკველში კაფსულა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჩაუშვა.
ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი როგორც ორგანიზაცია, 2014 წელს უელსში გამართულ ნატოს სამიტზე, საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტის 13 მიმართულებიდან, პირველი განხორციელებული პროექტია.
მისი მიზანია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ტაქტიკური წვრთნების ჩატარებით და შეფასებით, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის მხარდაჭერა.
"ზოგადად, ეს პროექტი არის უმნიშვნელოვანესი იმ 13 ინიციატივიდან, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში არის გათვალისწინებული. ჩვენ გვაქვს დიდი ამბიცია, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, განვახორციელოთ მნიშვნელოვანი წვრთნები,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.