გიორგი ფეიქრიშვილისა და ნოდარ ნიშნიანიძის ადვოკატი გენერალურ ინსპექციაში იმყოფებოდა. ადვოკატების განცხადებით, ინსპექციას ინფორმაცია დაკავების პროცესუალური წესების დარღვევის შესახებ მიაწოდეს. ჯერჯერობით უცნობია დაიწყება თუ არა გამოძიება.
პარალელურად, იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის დაკავებულებმა წინასწარი პატიმრობა დღეს საპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. იმ შემთხვევაში, თუკი პირველი ინსტანციის განჩინება ძალაში დარჩება, ისინი სტრასბურგისთვის მიმართავს გეგმავენ.
„დაცვის მხარეს არ მოგვეცა საშუალება, შევხვედროდით და დაგვეცვა მისი უფლებები. მე მოვედი შინაგან საქმეთა სამინისტროში, რა დროსაც გამომძიებელმა არ მომცა საშუალება შევხვედროდი მათ. ამასთან დაკავშირებით მე დაუყოვნებლივ მივმართე გენერალურ ინსპექციას, რასთან დაკავშირებითაც იმედი გვაქვს, რომ დაიწყება მოკვლევა,“ - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ანთაძემ.