ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ფიზიკური ძალადობა, ზეწოლა და მუქარა - სოფელ ხანდოში აცხადებენ, რომ მათგან პოლიციელები 78 წლის მოხუცის მკვლელობის აღიარებას ითხოვენ.
კურიერი დღეს სოფელ ხანდოში რამდენიმე ოჯახში იმყოფებოდა, სადაც მოქალაქეები ამბობენ, რომ პოლიციელები ზეწოლას სოფელში თითქმის ყველა მამაკაცზე ახორციელებს.
შს სამინისტროში აცხადებენ, რომ რომ სოფელში 78 წლის მოხუცის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა მოქალაქეების განცხადებებს ზეწოლის, მუქარის, ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის შესახებ არ ადასტურებენ. სამინისტროში ამბობენ, რომ აღნიშნულ ფაქტზე მოკვლევა არ დაწყებულა.
ავტორი ბექა მჭედლიშვილი.