ელექტრონული რეცეპტების შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ ფარმაცევტებს. ეროვნულ სასწავლო ცენტრში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა 70-მდე ფარმაცევტს მოხმარების ინსტრუქცია გააცნეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.
შეხვედრაზე ელექტრონულ სისტემაში არსებულ პრობლემებსა და სამომავლო რეკომენდაციებზეც ისაუბრეს.
„ოქტომბრის ბოლოსთვის, თბილისის მასშტაბით 250 სააფთიაქო დაწესებულება იქნება ჩართული ელექტრონული რეცეპტის სისტემაში,“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ბერძულმა.