„სანამ იყო ბიძინა, სახელმწიფომ იძინა,“ - ამ სლოგანით ზუგდიდში, ბიძინა ივანიშვილის მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის პარალელურად აქცია გამართეს, არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ერთგულების წარმომადგენლებმა.
სამოქალაქო სექტორი, მოსახლეობასთან ერთად, ყოფილ პრემიერთან შეხვედრას და წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაზე განმარტებებს ითხოვდა.
აქციის მონაწილეების თქმით, მათ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა არც კულტურის სახლის ტერიტორიაზე მისვლის და არც ქალაქში გადაადგილების საშუალება მისცეს.