19 ნოემბერი 2024,   14:26
ვრცლად
ხელისუფლების ზეწოლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე - ნიკა გვარამიას საგანგებო ბრიფინგი

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების შემდეგ, ამჯერად ხელისუფლება ზეწოლას უზენაესი სასამართლოს კოლეგიის წევრებზე ახდენს ზეწოლას. განცხადება გვარამიამ დღეს სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. 

3 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია უკვე მეოთხე დღეა რუსთავი 2-ის სარჩელის დასაშვებობაზე ფიქრობს, ნიკა გვარამია ამბობს, რომ ამ დრომდე მოსამართლეები ფიქრობენ, რომ სარჩელი უნდა დაუშვან, თუმცა მათზე ზეწოლა ხორციელდება, ხელისუფლება მისთვის სასურველი გადაწყვეტილების მიღებას ითხოვს.

გვარამიას ინფორმაციით, ამ მისიის შესრულება კონკრეტულ მოსამართლეს აქვს დავალებული. უზენაესი სასამართლოს შემთხვევაში ხელისუფლების ნდობით აღჭურვილი პირი თავმჯდომარის მოადგილეა, რომელიც რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ყველა მეთოდით ცდილობს კოლეგია დაითანხმოს, რომ რუსთავი 2-ის სარჩელი წარმოებაში არ მიიღოს.

ცნობილი გახდა ისიც, რომ მოსამართლეებზე ზეწოლა სასამართლოს გარეთაც ხორციელდება, ამ პროცესში კი სპეცსამსახურები არიან ჩართული. 

ავტორი ნათია ტრაპაიძე. 

 

დღის ამბები