19 ნოემბერი 2024,   23:34
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით, ახალქალაქის პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

კურიერის ინფორმაციით, დღეს ახალქალაქის პოლიციის უფროსი, მისი მოადგილე და კიდევ რამდენიმე პირი თანმდებობიდან გაათავისუფლეს. ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს შინაგან საქმეთ სამინისტროში თუმცა, ადგილზე აცხადებენ, რომ არცერთი მათგანი დღეს სამსახურში არ მისულა.

სავარაუდოდ, ახალქალაქის პოლიციის ხელმძღვნელი პირების გათავისუფლების მიზეზი რამდენიმე დღის წინ მომხდარი ინციდენტი გახდა. ადგილობრივების ინფორმაციით, პოლიცია 78 წლის ქალის სავარაუდო მკვლელობის ფაქტს იძიებდა. სოფელ ხანდოში ამბობენ, რომ სამართალდამცველები ღამღამობით ყველა ახალგაზრდა კაცის სახლში მიდიოდნენ და თხოვდნენ, რომ მკვლელობა დაებრალებინათ.

ხანდოს მაცხოვრებლები ყვებიან, რომ ადგილობრივი პოლიცია განსაკუთრებით ღამის საათებში აქტიურობს. მათი ინფორმაციით, პოლიცილები დაახლოებით 7-8 მანქანით დადიან.

ხანდოში მომხდარი ძალადობის ფაქტების შესწავლა სახალხო დამცველის აპარატმა დაიწყო. ომბუდსმენის ოფისიდან ადგილზე სპეციალური ჯგუფები ჩავიდნენ. სოფელში არსებული ვითარება არასამთავრობო ორგანიზაციებმაც იციან. მესამე სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დამნაშავე პოლიციელების დაუსჯელობის გამო პრობლემა უკვე სისტემური გახდა.

ავტორი:  ბექა მჭედლიშვილი

დღის ამბები