01 ოქტომბერი 2024,   17:43
ვრცლად
დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება. მათ განცხადება 14 სექტემბრამდე უნდა შეიტანონ, ასევე უნდა წარადგინონ უნივერსიტეტის განვითარების სამოქმედო გეგმა და კონცეფცია.

არჩევნები 23 სექტემბერს გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ აკადემიური საბჭოს 36 წევრი. უნივერსიტეტს უკვე რამდენიმე თვეა რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მართავს.

2013 წელს არჩეულმა ლადო პაპავამ თანამდებობა უმაღლეს სასწავლებელში შექმნილი ვითარების გამო ვადაზე ადრე დატოვა.

დღის ამბები